კულტურა
ფესტივალი „თეატრალური იმერეთი 2025“ იწყება
FaceBook
ქუთაისის მესხიშვილის თეატრში, 18 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით, ფესტივალი "თეატრალური იმერეთი" გაიმართება.
ფესტივალზე 16 სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი.

"თეატრალური იმერეთი 2025", 18 ივნისს, რეზო კლდიაშვილის "იმერული რექვიემით" გაიხსნება და 2 ივლისს საზეიმოდ დაიხურება.

დახურვის ცერემონიალზე სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდებიან.

სპექტაკლებზე დასწრება თავისუფალია.

ფესტივალის სრული განრიგი:



"თეატრალური იმერეთი" ყოველწლიურია და მასში იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტის პროფესიული და სახალხო თეატრები იღებენ მონაწილეობას. ასევე სტუმარი თეატრები საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან.

პროექტს უკვე მე-16 წელია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და საქართველოს თეატრალური საზოგადოება ერთობლივად ახორციელებს. ფესტივალის მხარდამჭერია ქუთაისის მერია, იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტები და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.




Print