კულტურა
მშობლიურო ჩემო მიწავ - ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა ქუთაისში
FaceBook
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სოლიკო ვირსალაძის სახელობის N1 ხელოვნების სამხატვრო სკოლისა და ქუთაისის გ. მაისურაძის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები.

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ფოიეში გამოფენა სახელწოდებით: "მშობლიურო ჩემო მიწავ" გაიმართა. წარმოდგენილი იყო თბილისის სოლიკო ვირსალაძის სახელობის N1 ხელოვნების სამხატვრო სკოლისა და ქუთაისის გ. მაისურაძის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები. დამთვალიერებელს საშუალება მიეცა გაცნობოდა სხვადასხვა ჟანრსა და მასალაში შესრულებულ ნახატებს,ასევე გობელენებს, ხეში კვეთის ნიმუშებს და სხვა. ჭარბობდა პეიზაჟები და ნატურმორტები. როგორც გამოფენზე ითქვა ბავშვები საკუთარი სტილის, მხატვრული სათქმელის ძიებაში არიან. თუმცა გამოფენაზე იყო ისეთი ნამშევრებიც სადაც უკვე ჩანდა ავტორის ხელწერა.
" საინტერესოა გამოფენაა. ბავშვების უმეტესობა თავისი ფანტაზიით და ხედვით ხატავს. ნაწილმა თავად მიაგნო თავის სტილს.დანარჩენი ძიებაში არიან. რაც ბუნებრივი არის მათ ასაკში.ზოგი ცდილობს აკადემიურად გააკეთოს. რაც მთავარია ბავშვებმა იციან ხელოვნების ფასი ", - აღნიშნა მოქანდაკე რეზო ებრალიძემ.
გამოფენაზე სამხატვრო სკოლების 40-მდე მოსწავლემ წარმოადგინა საკუთარი ნამუშევრები. გამოფენა თბილისის სოლიკო ვირსალაძის სახელობის N1 ხელოვნების სამხატვრო სკოლის 60 წლის იუბილეს უკავშირდება.
გამოფენას ორგანიზება ა(ა)იპ " ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებამ გაუკეთა.

Print