კულტურა
მთავარია არ მოვდუნდეთ - „ვარლაში“ 7 მხატვრის გამოფენა გაიმართა
FaceBook
მხატვართა კავშირის ქუთაისის ორგანიზაციის დარბაზ "ვარლაში" 7 იუბილარი მხატვრის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

დამთვალიერებელს საშუალება მიეცა გაცნობოდა ზაურ მჟავანაძის, ვაჟა ქუთათელაძის, ანატოლი დარსაძის, ანტონ ჩოგოვაძის, ქეთევან მიქავას, გოჩა ჩხაიძისა და ამირან ჩიტეიშვილის ნამუშევრებს. იუბილარი მხატვრების ჯგუფური გამოფენის ტრადიცია სათავეს 2015 წლიდან იღებს, რომელზეც სხვადასხვა თაობის შემოქმედები არიან წარმოდგენილნი.
"მნიშვნელოვანია ეს ტრადიცია,რადგან ხელს უწყობს თაობათა შორის ჰარმონიულ ურთიერთობას და ეროვნული კულტურული ტრადიციების დაცვა-გავნვითრებას",-, აღნიშნა ქუთაისის (იმერეთის) მხატვართა რეგიონალური ორგანიზიაციის თავმჯდომარემ ვალერი მეძმარიაშვილმა.
ტრადიციების დაცვა-განვითარებასთან ერთად გამოფენაზე ტრადიციებისა და სიახლეების სინთეზის შესაძლებლობას.
"ყველა სიახლეს ვადევნებ თვალს, რაც ჩემამდე მოდის ინფორმაციული სახით.არიან მხატვრები ვინც თავისთავად ცხადია ამ სიხლეებს პასუხობენ. თუმცა არიან მხატვრები, რომლებიც ნაკლებად ეხმიანებიან თანამედროვე გამოწვევებს. მნიშვნელოვანია არ მოვდუნდეთ.ყველაზე მთავარია იმას გაეცეს პასუხი ხელოვანის მხრიდან, რა რეალობაშიც უწევს მას ყოფნა. მხატვარს თუ ა რ ეხება ირგვლივ მყოფი სიტუაცია და არ ასახავს მას ის არ არის ჩამოყალიბებული ხელოვანი", - აღნიშნა მხატვარმა გიორგი ჭიღლაძემ.

Print