კულტურა
"შვიდკაცასა“ და ნიკოლოზ რაჭველის მოწვევისთვის 80 000 ლარი დაიხარჯება
FaceBook
ქუთაისის მერიას, 31 იანვარს, მესხიშვილის თეატრში გასამართი კონცერტი 80 000 ლარი დაუჯდება.
კონცერტში მონაწილეობას ანსამბლი „შვიდკაცა“ და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი (ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით) მიიღებს.

აღნიშნული მომსახურების შესყიდვას ადგილობრივი თვითმმართველობა გამარტივებული შესყიდვის გზით ახორციელებს.

„პროექტის ,,შვიდკაცა 25 წელი სცენაზე“ მიზანია ქუთაისის კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნება და ქართველი კომპოზიტორებისა და შემსრულებლების მხარდაჭერა. მუსიკალური პროექტის პრემიერა 2023 წლის ნოემბერში გაიმართა თბილისში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში. ღონისძიების მასშტაბიდან გამომდინარე პროექტი ღირებულია ყველა თაობის მსმენელისათვის“,- აღნიშნულია შესყიდვის დოკუმენტში.

პროექტში ასევე, მონაწილეობენ მომღერლები ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე, ნუკრი კაპანაძე, მაია ჯაბუა, ეკა მამალაძე და პაატა ანდრიაძის ბენდი.

ღონისძიებაზე ქართველი კომპოზიტორების რევაზ ლაღიძის, გია ყანჩელის, ბიძინა კვერნაძის, ჯანსუღ კახიძის, გოგი ცაბაძის ნაწარმოებები და თანამედროვე ავტორების კომპოზიციები შესრულდება.

კონცერტი, მესხიშვილის თეატრის სცენაზე, 19:00 საათზე დაიწყება. დასასწრები ბილეთების შეძენა tkt.ge-ზე შეგეძლებათ.




Print