კულტურა
ანსამბლი „შვიდკაცა“ ქუთაისში საიუბილეო კონცერტს გამართავს
FaceBook
ქუთაისში, ანსამბლ “შვიდკაცას” 25 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება.
კონცერტი, 31 იანვარს, მესხიშვილის თეატრის სცენაზე, 19:00 საათზე დაიწყება. 

მუსიკალურ პროექტში - „25 წელი სცენაზე“ “შვიდკაცას” წევრებთან ერთად მონაწილობას ეროვნული სიმფონიური ორკესტრიც მიიღებს, რომელსაც მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი უხელმძღვანელებს. 

ასევე, იმღერებენ ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, ეკა მამალაძე, მაია ჯაბუა, ნუკრი კაპანაძე და სხვები. 

შესრულდება ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორების რევაზ ლაღიძის, გია ყანჩელის, ბიძინა კვერნაძის, ჯანსუღ კახიძის, გოგი ცაბაძის ნაწარმოებები. აგრეთვე, თანამედროვე ავტორების კომპოზიციები.

კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენა tkt.ge-ზე შეგეძლებათ.



Print