კულტურა
9 იანვარს, ქუთაისის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის სოლო კონცერტი ჩატარდება
FaceBook
დღეს, 9 იანვარს, ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი სოლო კონცერტს გამართავს.

კონცერტი, საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, მესხიშვილის თეატრის სცენაზე, 19:00 საათზე დაიწყება.

მასზე დასასწრები ბილეთების შეძენა თეატრის სალაროში შეგეძლებათ.

ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი მე-13 წელია ამ სტატუსით საქმიანობს. მანამდე ეს ახალგაზრდული ანსამბლი იყო. ანსამბლი ავთენტური მუსიკითა და ურთულესი რეპერტუარით გამოირჩევა. ის ქუთაისის სავიზიტო ბარათია და თავისი მრავალფეროვანი საგასტროლო პროგრამით დიდი წარმატებით მოგზაურობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

Print