კულტურა
იან მაქსინი ქუთაისში კონცერტს გამართავს
FaceBook
მსოფლიოში ცნობილი ამერიკელი ვიოლონჩელისტი, კომპოზიტორი და ვოკალისტი იან მაქსინი ქუთაისში კონცერტს გამართავს.
ის მესხიშვილის თეატრის სცენაზე, მსმენელის წინაშე, 1 თებერვალს, მისი ახალი ალბომის "Amor Renatus"-ის გამოშვებისადმი მიძღვნილი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში წარსდგება.

ახალი ალბომის მუსიკის გარდა, კონცერტის მეორე ნახევარში, იან მაქსინი შეასრულებს სხვა ორიგინალურ ინსტრუმენტულ კომპოზიციებს და სიმღერებს მისი კოლექციიდან, რომელიც უკვე 200-ზე მეტ სიმღერას ითვლის 31 ენაზე.

ორგანიზატორების განმარტებით, მისი მუსიკა, შთაგონებული ვივალდის, მოცარტის და პიაცოლას ხელოვნებით, გამდიდრებული აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და ბალკანეთის ხალხური მუსიკის ელემენტებით, მსმენელს გაიტაცებს მუსიკალურ მოგზაურობაში ახალ სამყაროში, დროისა და სივრცის განზომილებების მიღმა.

კონცერტი 19:00 საათზე დაიწყება. ბილეთების შეძენა შეგეძლებათ აქ.

იან მაქსინი კონცერტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მართავს და ჩელოზე საკუთარ კომპოზიციებს სხვადასხვა სტილში - კლასიკა, ჯაზი, ბლუზი, მსოფლიოს ხალხების მუსიკა - ასრულებს.

მაქსინი 1975 წელს ლენინგრადში დაიბადა, 1991 წლიდან კი აშშ-ში, ჩიკაგოს შტატში ცხოვრობს. ის თანამშრომლობდა ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან ანდრეა ბოჩელი, გლორია ესტეფანი, P. Diddy და Snoop Dogg და სხვები.




Print