ახალი ამბები
12 დეკემბერს, ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით, ქუთაისში, კონცერტი გაიმართება
FaceBook
„შენთან არის გული ჩემი“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, ლადო მესხიშვილის თეატრში, კონცერტი გაიმართება.
ღონისძიების ორგანიზატორების განმარტებით, ქუთაისელი მსმენელის წინაშე ქართული სიმღერის გამორჩეული შემსრულებლები და ესტრადის ყველასათვის საყვარელი ვარსკვლავები წარსდგენიან.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, „შვიდკაცა“, „თეატრალური კვარტეტი“, „სიმღერის აკადემია“, „ჩვენი კვარტატი“, ტრიო „ბალადა“, კონცერტმეისტერი ნინო გულიაშვილი.

მუსიკალურ საღამოს თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძე წარუძღვება.

კონცერტი 12 დეკემბერს, 20 საათზე, „სიმღერის აკადემიის“ ორგანიზებით გაიმართება.

ბილეთების შეძენა თეატრის სალაროსა და ბილეთები.ჯი-ზე შეგეძლებათ.



Print