კულტურა
ქუთაისში, ადრიანო ჩელენტანოს ორეულის კონცერტი ჩატარდება
FaceBook
9 დეკემბერს, ქუთაისში, ადრიანო ჩელენტანოს ორეულის, ადოლფო სებასტიანოს კონცერტი გაიმართება.

კონცერტი "კრეატივ ეპიზოდის" ორგანიზებით, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში, 20:00 საათზე დაიწყება.

ბილეთების შეძენა tkt.ge-ზე უკვე შესაძლებელია.

ღონისძიების ორგანიზატორების განმარტებით, კონცერტიდან შემოსული თანხა “ბერი ანდრიას” სახელობის საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება.

"არ გამოტოვოთ დაუვიწყარი საღამო და შემოგვიერთდით, რათა ერთად შევძლოთ ბავშვების დახმარება",- აღნიშნულია ღონისძიების აღწერაში. 


Print