კულტურა
"ჰიპ-ჰოპი მას ენდო“ - ქუთაისში ფილმის ჩვენება გაიმართება
FaceBook
28 ოქტომბერს, ქუთაისის ცენტრალურ პარკში, "Kutaisi DUBZ" ღონისძიება გაიმართება.
21:00 საათზე, ღონისძიებაზე მისული ადამიანები ქართველ ჰიპ-ჰოპ შემსრულებლებსა და ბას მუსიკას სწორ SoundSystem-ზე მოუსმენენ (Deka, Fredy Baban, Jeronimo, Mush One, Juno, sTia).

როგორც ორგანიზატორები განმარტავენ, საღამოს დასკვნით ნაწილში, შავი პრინცისა და ძებნილების სადებიუტო ალბომის, „იძებნებას“ ფირფიტის გამოცემასთან დაკავშირებით, დოკუმენტური ფილმის, „ჰიპ-ჰოპი მას ენდო“-ს პრეზენტაცია და საჯარო ჩვენება გაიმართება.

„ფილმის ფარგლებში, ნაჩვენები იქნება შავი პრინცის გზა ბავშვობიდან ქართული ჰიპ-ჰოპის ლეგენდის სტატუსამდე. ამ პერიოდში თანმდევი მისი მეგობრები ისაუბრებენ მის პიროვნებაზე და შემოქმედებაზე. ძებნილებთან ერთად ნათელს ავხდით პირველი ქართული ჰიპ-ჰოპ ჯგუფის და ალბომის ისტორიას, რომელიც 25 წლის შემდეგ ფირფიტის სახით გაცოცხლდა!“,- აღნიშნულია ღონისძიების აღწერაში.

საღამოს ორგანიზატორები „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა" და "Sioni Hi-Fi Soundsystem"-ია. 

Print