კულტურა
ქუთაისში საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება
FaceBook
20–25 ოქტომბერს, საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალს ქუთაისი მესამედ უმასპინძლებს.
საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, კინოთეატრ “საქართველოში” მაყურებელი მრავალფეროვან პროგრამას იხილავს.

როგორც ორგანიზატორები განმარტავენ, კინოჩვენებებთან და რეტროსპექტივებთან ერთად, ფესტივალი მოიცავს საგანმანათლებლო პროგრამას კინემატოგრაფისტებისთვის: მასტერკლასებს, დისკუსიებსა და პრეზენტაციებს. მათივე თქმით, ნაჩვენები იქნება თანამედროვე ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების პანორამა და გაიმართება ახალი ტალღის ქართველი დოკუმენტალისტების ფილმების პრემიერები.

ფესტივალზე ჟიური გამარჯვებულებს სამ კატეგორიაში გამოავლენს: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი და საუკეთესო ოპერატორი.

გამარჯვებულები ფესტივალის მთავარ პრიზს - “ოქროს დინოზავრს“ მიიღებენ.

დაჯილდოების ცერემონია 25 ოქტომბერს, კინოთეატრ „საქართველოში” გაიმართება.

ფესტივალი ქუთაისის მერიის და საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრის ორგანიზებით, TBC კონცეპტისა და “თეგეტა ჰოლდინგის” მხარდაჭერით ჩატარდება.
Print