ახალი ამბები
„დაფდაფები ღამით“ - მესხიშვილის თეატრი ახალ სეზონს პრემიერით ხსნის
FaceBook
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში 162 - ე თეტრალური სეზონი პრემიერით გაიხსნება.

წარმოდგენილი იქნება ბერტოლდ ბრეხტის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი "დაფდაფები ღამით".

სპექტაკლის საპრემიერო ჩვენება 28, 29, 30 სექტემბერს გაიმართება.

„დაფდაფები ღამით" კოპროდუქციას წარმოადგენს და მასში მონაწილეობს სამი თეატრის შემოქმედებითი დასი: ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის ორკესტრი, ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრი.

სპექტაკლის რეჟისორი ნიკოლზ საბაშვილია, მუსიკალური ხელმძღვანელი - დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი, მხატვარი - თეო კუხიანიძე.

მესხიშვილის თეატრში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც თეატრის წარმომადგენელმა ისაუბრეს სპექტაკლის შესახებ, რომელიც  ერთგვარი ექსპერიმენტი და სიახლეა  სამივე თეატრის ცხოვრებაში. 

სპექტაკლი „დაფდაფები ღამით“ პრემიერა ჯერ კიდევ 2020 წელს დაანონსდა, თუმცა პანდემიამ ხელი შეუშალა მის დადგმას. ავტორის თქმით, მაშინ სპეატაკლი სხვაგავრად იყო ჩაფიქრებული, მაგრამ შემდეგ იცვალა ფორმაც და სათქმელიც სხვაგვარად გადაეწყო. 

„თეატრი ცოცხალი ორგანიზმია. თითოეული დღე ცვლის შენც ცხოვრებას, მითუმეტეს როდესაც ორი სამი წელი გადის ბევრ რამეზე შეიძლება შეგეცვალოს შეხედულება თუკი ადამიანი არის ძიებაში“, - აღნიშნა ნიკოლოზ საბაშვილმა.

ბრეხტის ეს სპექტაკლი პირველად იდგმება საქართველოში. 


Print