ახალი ამბები
თეატრალური ფესტივალის მეთხუთმეტე დღე - „ფაბრიკის გოგოები"
FaceBook
30 ივნისს "თეატრალური იმერეთი 2023" ბოლო სპექტაკლის ჩვენება გაიმართება. 

წარმოდგენილი იქნება თერჯოლის  სახალხო თეატრის სპექტაკლი „ფაბრიკის გოგოები" რეჟისორი მამუკა ცერცვაძე.

სპექტაკლი 19 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

ხვალ, პირველ ივლისს ფესტივალის დახურვის ცერემონიალი გაიმართება, სადაც გამოვლინდება გამარჯვებულები. 

"თეატრალური იმერეთი 2023"- ში მონაწილეობა იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტის თეატრმა მიიღო.

ქართული თეატრების გარდა ფესტივალში მონაწილეობდნენ თეატრალური დასები იტალიიდან და აზერბაიჯანიდან.

ჯამში ფესტივალზე წარმოადგინეს 15 სპექტაკლი.

პროექტს უკვე მეთოთხმეტე წელია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და იმერეთის თეატრალური საზოგადოება ერთობლივად ახორციელებს. ასევე, ფესტივალის მხარდამჭერია რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტი.

Print