ახალი ამბები
თეატრალური ფესტივალის მეექვსე დღე - „რიჩარდ მესამე“
FaceBook
ფესტივალის მეექვსე დღე აზერბაიჯანის სახელმწიფო თეატრ YUG-ს დაეთმობა. 

წარმოდგენილი იქნება უილიამ შექსპირის რიჩარდ მესამე. 

საზღვარგარეთის ქვეყნებიდან აზერბაიჯანული თეატრის გარდა ფესტივალში იტალიური, ნეაპოლის თეატრიც იღებს მონაწილეობას. 

"თეატრალური იმერეთი 2023"-ს მესხიშვილის თეატრი მასპინძლობს. 

მასში მონაწილეობას იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტის თეატრი იღებს. 

ჯამში ფესტივალზე დადგმული იქნება  15 სპექტაკლი. 

ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილ სპექტაკლებზე დასწრება თავისუფალია.

პროექტს უკვე მეთოთხმეტე წელია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და იმერეთის თეატრალური საზოგადოება ერთობლივად ახორციელებს. ასევე, ფესტივალის მხარდამჭერია რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტი.

Print