ახალი ამბები
ფესტივალზე ზესტაფონის თეატრი სპექტაკლ „ანტიგონეს“ წარმოადგენს
FaceBook
ფესტივალი "თეატრალური იმერეთი 2023-ის"  მეორე დღე ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიული დრამატულ თეატრს დაეთმობა.

წარმოდგენილი იქნება ჟან ანუის "ანტიგონე" (რეჟისორი ვახტანგ ჯუღელი).

ფესტივალი 13 ივნისს მესხიშვილის თეატრში ამავე თეატრის სპექტაკლით "ტესტოსტერონი" გაიხსნა.

ფესტივალი კიდევ ორი კვირას გაგრძელდება და პირველ ივლისს დასრულდება.
ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

"თეატრალური იმერეთი 2023"-ს მ მონაწილეობას იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტის თეატრი მიიღებს. 

მათ გარდა ფესტივალს უცხოელი მონაწილეებიც ეყოლება. "თეატრალური იმერეთი 2023"-ში ჩაერთვებიან  ნაპოლის ექსპერიმენტული თეატრი და აზერბაიჯანის სახელმწიფო თეატრი YUG . 

ჯამში ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება  15 სპექტაკლი

სპექტაკლებს პროფესიული ჟიური შეაფასებს და ფესტივალის ბოლოს სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს გამოავლენს.  ფესტივალის დახურვის ცერემონიალი ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ თეატრში 1 ივლისს გაიმართება.

პროექტს უკვე მეთოთხმეტე წელია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და იმერეთის თეატრალური საზოგადოება ერთობლივად ახორციელებს. ასევე, ფესტივალის მხარდამჭერია რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტი.

Print