კულტურა
"გემო-ფესტ 2023"-ს ქუთაისი 17-18 ივნისს უმასპინძლებს
FaceBook
რაჭისა და სვანეთის შემდეგ, "გემო-ფესტ 2023"-ს იმერეთი უმასპინძლებს.
ფესტივალი 17-18 ივნისს ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარიძის სკვერში ჩატარდება.

ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს ორგანიზატორები საოცარი არომატებით და გემოებით თავბრუდამხვევ გასტრონომიულ თავგადასავალს ჰპირდებიან.

გამოფენაზე იმერეთის მაცხოვრებლები, ჯადოსნურხელებიანი მზარეულები ტრადიციული იმერული კერძების საკუთარ ვარიაციებს შემოგვთავაზებენ, ან უბრალოდ გაგვახსენებენ ისეთ ძველ კერძებს, რომლებიც მხოლოდ მათ ახსოვთ.

"გემო ფესტზე" მოსული პატარა სტუმრებიც საკუთარ კუთხეს და გემრიელ თავგადასავალს აუცილებლად იპოვიან. 



გასტროტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ახალი პროექტი წამოიწყო. იდეა რეგიონებში გასტრონომიული ფესტივალების „გემო ფესტის“ ჩატარებას გულისხმობს. პირველი „გემო ფესტი“ რაჭაში, ამბროლაურში გაიმართა.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყონ რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაციას, ახალი გემოებისა და კერძების აღმოჩენას, გასტრონომიული მიმართულებით ახალი სერვისების და პროდუქტების გაჩენას. ამასთან, პროექტის ავტორები ამბობენ, რომ გასტრონომიული მიმართულების განვითარება და ადგილობრივი სამზარეულოს დაგემოვნების შესაძლებლობა მოგზაურებისთვის დამატებითი მამოტივირებელი ფაქტორი გახდება და რეგიონებში შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადები გაიზრდება.


Print
თეგები: #გემო ფესტი