კულტურა
ქუთაისელმა მუსიკოსმა ლიეტუვაში, საერთაშორისო ფესტივალზე მიწვევა მიიღო
FaceBook
ქუთაისელი ანა ფიფია ახალგაზრდა მუსიკოს შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსის გრან-პრის მფლობელი გახდა.

კონკურსი თურქეთში, ქალაქ სიდეში ჩატარდა.

ამ წარმატებით ანამ ლიეტუვაში, საერთაშორისო ფესტივალზე „მუსიკა საზღვრებს გარეშე“ სპეციალური მიწვევაც მიიღო.

ანა ფიფია ქუთაისის ზ. ფალიაშვილის სახ. #2 სამუსიკო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეა (ვიოლინო). მისი პედაგოგი შორენა ზვიადაძეა, კ/მაისტერი კი - ნანა დოღონაძე.

Print