კულტურა
ქუთაისელმა მოსწავლემ კონკურსში "პატარა ვირტუოზი'' გრან პრი მოიპოვა
FaceBook
თბილისში გამართულ კონკურსში "პატარა ვირტუოზი'' ქუთაისელი გიორგი მეგრელიშვილი გრანპრის მფლობელი გახდა.

გიორგი ანჯაფარიძის სახელობის ქუთაისის #3 სამუსიკო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეა.

ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა მე-9 საერთაშორისო კონკურსზე წარმატებები ასევე მოიპოვეს მ. ბალანჩივაძის სახ. სამუსიკო სასწავლებლის საფორტეპიანო განყოფილების მოსწავლეებმა: ვიქტორია დემურიამ, სანდრო ჩაჩუამ და ლარა ბალანჩივაძემ.

ასევე, ნენე შვანგირაძემ და ნინი სანოძემ (პირველი პრემია).

კონკურსი "პატარა ვირტუოზი'' ქართული ფოლკლორისა და კლასიკური მუსიკის განვითარების კავშირ "ჰარმონიას'' მიერ ჩატარდა.

Print