ახალი ამბები
მარტში „დისნეის“ ყველა ფილმი რუსული ვიდეოპლატფორმებიდან წაიშლება
FaceBook
მარტში რუსულ ონლაინკინოთეატრებს ეწურებათ ამერიკული სტუდია Disney-ს ფილმების, მულტფილმებისა და სერიალების ჩვენების ლიცენზია.

ვიდეოსერვისებიდან ყველაფერი წაიშლება, რადგან კინოკომპანია არ გეგმავს ლიცენზიის განახლებას. მიზეზი უკრაინაში რუსეთის შეჭრაა.

ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს  გამოცემა "ვედომოსტიზე" დაყრდნობით.

ომის დაწყებისთანავე, "დისნეიმ", ისევე როგორც სხვა კინოკომპანიებმა, რუსეთში თავისი პროდუქციის დისტრიბუცია და ლიცენზირება შეწყვიტა, თუმცა სტუდიასთან შეთანხმებით, ფილმები და სერიალები პლატფორმებზე დარჩა, სანამ მათი ჩვენების ლიცენზია ამოიწურებოდა.

2022 წლის დეკემბერში, "დისნეის" არხის ნაცვლად, რომელსაც რუსეთში საბავშვო არხების რეიტინგში მეორე ადგილი ეკავა, ამოქმედდა "რუსული შინაარსის" მქონე საბავშვო ტელეარხი "სოლნცე" - "მზე".

"დისნეის" ჩვენების ლიცენზია რუსეთს 2010 წლიდან ჰქონდა.
Print