ახალი ამბები
ქუთაისის თოჯინების თეატრში „ბაბაჯანას ქოშების“ დადგმაზე მუშაობა მიმდინარეობს
FaceBook
ქუთაისის თოჯინების თეატრში ახალ სპექტაკლზე მუშაობენ.

მიმდინარეობს რეპეტიციები სპექტაკლზე "ბაბაჯანას ქოშები“.

დადგმა იოსებ გრიშაშვილის ლექსის ინსცენირებას წარმოადგენს.

ინსცენირების ავტორი და რეჟისორია თამაზ იმნაძე.

მონაწილეობენ: ნანა ოქროიან, მანუჩარ ბეგალიშვილი, ნუნუ ქუთათელაძე, ზაზა იოსებაშვილი, ავთო ჩიქვილაძე, თინათინ ნემსაძე. თეა გეგეჭკორი,მზია მოსიძე.
როგორც თეატრში აღნიშნავენ პრემიერა თებერვლის ბოლოს შედგება.
Print