კულტურა
ქუთაისელი მუსიკოსი "ვოისის" გამარჯვებულის ტუტულის მოპოვებისთვის იბრძვის
FaceBook
მუსიკალურ მეგა-შოუ „ვოისში“ ქუთაისელი დავით რუსაძე მონაწილეობს. 

ნიჭიერ მუსიკოსს ფინალამდე ერთი ნაბიჯი აკლია, ამისთვის თქვენი, მაყურებლის აქტიურობაა საჭირო.

მისთვის ხმის მიცემა ყოველ 12 საათში ერთხელ, ნომერზე: 0903300326 შეგიძლიათ (ზარი უფასოა). 

ქუთაისის ქუჩებში დავით რუსაძის მხარდამჭერი ბანერიც გამოჩნდა. 



"მადლობა ჩემო ქუთაისო, ერთად ჩვენ ყველაფერს შევძლებთ"- წერს მუსიკოსი სოციალურ ქსელში.

„ვოისის“ (The Voice) ნახევარფინალი 26 იანვარს, 22:00 საათზე, "პირველი არხის" ეთერში გაიმართება.

პროექტში მონაწილე ოთხივე გუნდი მაყურებლის გადაწყვეტილებას ელოდება. მწვრთნელებს მხოლოდ თითო აუთსაიდერის გადარჩენა შეუძლიათ.

კონკურსანტებს სულ ცოტა დრო აშორებთ მთავარი ჯილდოს, „ვოისის“ გამარჯვებულის ტიტულამდე და რაც ყველაზე მთავარია, გამარჯვებული ევროპაში ყველაზე დიდი მუსიკალური კონკურსის, ევროვიზია 2023-ის საგზურს მოიპოვებს.

მუსიკალური ტელეშოუს კონკურსანტების მწვრთნელები ამ სეზონზე სტეფანე მღებრიშვილი, სოფო ტოროშელიძე, დავით ევგენიძე და დათო ფორჩხიძე არიან.

მთავარი ფოტო: The Voice • საქართველო • 1tv.ge




Print