ახალი ამბები
ტესტოსტერონი - პრემიერა მესხიშვილის თეატრში
FaceBook
ქუთაისში, ლადო მესხიშვილის  სახელობის თეატრში 28 იანვარს პერემიერა გაიმართება. 

წარმოდგენილი იქნება ანჯეი სარამონოვიჩის ერთმოქმედებიანი კომედია „ტესტოსტერონი“. დადგმა რეჟისორ ნინო მაღლაკელიძეს ეკუთვნის. 

ეს რიგით მეორე სპექტაკლია, რომელსაც ნინო მაღლაკელიძე მესხიშვილის თეატრში დგამს.

მის პირველ სპექტაკლს "ქარი ქრის ვერხვებში" საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ წლის საუეკთეო სპექტაკლის წოდება მიანიჭა.

საპრემიერო ჩვენებები გაიმართება 29 და 31 იანვარსაც. 

სპექტაკლის დასაწყისი 19 სააათზე. 


Print