ახალი ამბები
ქუთაისის ოპერის თეატრში პუჩინის „ტოსკას“ პრემიერა გაიმართება
FaceBook
ქუთაისის ოპერის თეატრში ჯაკომო პუჩინის სამ მოქმედებიანი ოპერის „ტოსკას“ დადგმაზე მუშაობენ. 

სპექტაკლის დამდგმელი დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილია, რეჟისორი  - მაია გაჩეჩილაძე. 

ტოსკას პარტიას ნათია სტეფანიშვილი და თამარ ლებანიძე შეასრულებენ, კავარადოსს არმაზ დარაშვილი და ბადრი ადამია, სკარპიას მამუკა ლომიძე და ოთარ ნაკაშიძე.



„როდესაც ოპერის თეტრს აქვს "ტოსკა" მის რეპერტუარში, მას შეუძლია თქვას რომ თეატრია",- აღნიშნა ოპერის თეტრის მთავარმა დირიჟორმა რევაზ ჯავახიშვილმა. 

ჯაკომო პუჩინის "ტოსკა" ინოვაციურ და მუსიკალურად ძლიერ ოპერად ითვლებოდა. ოპერა უწყვეტი მუსიკალური სტრუქტურით. ამიტომ "ტოსკას" დადგმა თეატრის სერიოზული განაცხადია. ამასთან "ტოსკა" ერთ- ერთი ყველაზე ხშირად შერულებადი მუსიკალური ტექსტია. ოპერიდან ბევრი არია გაჰიტდა. ისინი ოპერაში ნაკლებად ჩახედული ადამიანისთვისაც ცნობილია. რაც დამატებით პასუხისმგებლობას მატებს ქუთაისის ოპერის თეატრის მუსიკოსებს. 

"ასეთ რთულ ტილოს შევეჭიდეთ საამისო რესურსი გაგვიჩნდა. თეატრმა დაიმატა ახალგაზრდა შემსრულებლები, რამაც გაგვაძლიერა", - ამბობს დირიჟორი. 

"ტოსკა" არა მხოლოდ მუსკალურად რთული ნაწარმოებია, არამედ იგი დრამატურგიულ სირთულესაც ქმნის და შემსრულებლიდან ბევრ უნარს მოითხოვს.  

"არა მარტო მუსიკალურად და ტექნიკურად რთული ოპერაა, არამედ  - თავისი სიძაფრით და დრამატიზმითაც. მოითხოვს კარგ სამსახიობო შესრულებასაც. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქუთაისის ოპერის თეატრის დასისთვის საეტაპო სპექტაკლია  და მას მთლიანად ქუთაისის ოპერის ძალებით განვახორციელებთ", - ამბობს ქუთაისის ოპერის თეატრის მთავარი დირიჟორი. 

"ტოსკას" შემსრულებელთა ორი შემადგენლობა ეყოლება და ორი პრემიერა გაიმართება 23 და 25 დეკემბერს.

ქუთაისის ოპერის თეატრში ჯაკომო პუჩინის "ტოსკა" პირველად 1975 წელს დაიდგა.
„ტოსკა“ კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართება.
Print