კულტურა
საქართველოს 2022 წლის საბავშვო ევროვიზიაზე მარიამ ბიგვავა წარადგენს
FaceBook
11 დეკემბერს საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს მარიამ ბიგვავა წარადგენს.
ერევანში მარიამი სიმღერას I Believe (მჯერა) შეასრულებს.

საქართველოს საკონკურსო სიმღერა გიგა კუხიანიძეს ეკუთვნის. ტექსტზე ბენი ქადაგიძე და ირუ ხეჩანოვი მუშაობდნენ. კლიპის რეჟისორია ზაზა ორაშვილი, მხატვარი – შაკო პოპიაშვილი, დიზაინერი – იზა ნადარეიშვილი.

მარიამ ბიგვავას 15 კონკურენტი ეყოლება. პრესტიჟული საბავშვო მუსიკალური კონკურსი სომხეთის დედაქალაქის იმ საკონცერტო დარბაზში გაიმართება, სადაც 11 წლის წინ გამარჯვება ქართულმა ჯგუფმა „ქენდიმ“ მოიპოვა.

საბავშვო ევროვიზიაზე ონლაინ ხმის მიცემა უკვე დაიწყო – ერთად ვუგულშემატკივროთ მარიამ ბიგვავას.

საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს ანგარიშზე სამი გამარჯვებაა: ჯგუფმა „ბზიკებმა“ გაიმარჯვეს 2008 წელს, „კენდიმ“ გაიმარჯვა 2011 წელს და და მარიამ მამადაშვილმა  - 2016 წელს. 

ფოტო: "რანინა • 1tv.ge"

ავტორი: ქეთი გელაშვილი


Print