ახალი ამბები
ქუთაისში პოეტ ლილი ნუცუბიძის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება
FaceBook
პოეტ ლილი ნუცუბიძის დაბადებიდან 95 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამოს ორგანიზებისთვის ქუთაისის მერია ელექტრონულ ტენდერს აცხადებს. 

საღამოს ორგანიზებაში ქალაქი 13 500 ლარს იხდის. 

სატენდერო დოკუმენტაციაში დეტალურად არის გაწერილი, რა ფორმატში უნდა ჩატარდეს ღონისძიება.

1. მსახიობის მომსახურება (3 ქალი, 2 მამაკაცი - ასაკი 25-დან 75 წლამდე) 

2. რეჟისურა და სცენარი - რეჟისურა და სცენოგრაფია შემსყიდველთან შეთანხმებით უნდა განხორციელდეს.

3. კონცერტმაისტერი - 2022 წლის 22 დეკემბერს ქ. ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატურ თეატრში ლილი ნუცუბიძისადმი მიძღვნილი საღამოს მუსიკალური თანხლების უზრუნველყოფა როიალის თანხლებით.

4.დიზაინი - 2022 წლის 22 დეკემბერს ქ. ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატურ თეატრში, სცენის გაფორმება ბუნებრივი ყვავილების გირლიანდით: სიგრძე არანაკლებ 3 მ., სიგანე
არანაკლებ 0,30 სმ. და სიმაღლე არანაკლებ 0,40 სმ. ბუნებრივი ყვავილებით აწყობილი 1 კალათი (დიზაინი შემსყიდველთან შეთანხმებით)

5.ვიდეო-მონტაჟი - 2022 წლის 22 დეკემბერს ქ. ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატურ თეატრში ლილი ნუცუბიძისადმი მიძღვნილი საღამოს ფარგლებში ლილი ნუცუბიძის საარქივო მასალებით ვიდეო-რგოლის დამზადება და მონტაჟი (ხანგრძლივობა არანაკლებ 15 წთ - არაუმეტეს 25 წთ.)

6.მოსაწვევი - ფორმატი A5, ორმხრივი ფერადი ბეჭდვა, შუაზე კეცვით, არანაკლებ 300 გრ, ცარცის ქაღალდი (დიზაინი შემსყიდველთან შეთანხმებით) 800 ცალი. მოწოდება არაუგვიანეს 2022 წლის 21 დეკემბრისა.

7. სოლო მომღერალი - 2022 წლის 22 დეკემბერს ლილი ნუცუბიძისადმი მიძღვნილი საღამოს ფარგლებში სოლო მომღერალის მომსახურება (1 ქალი, 1 მამაკაცი).

8. მუსიკალური ტრიო - 2022 წლის 22 დეკემბერს ლილი ნუცუბიძისადმი მიძღვნილი საღამოს ფარგლებში ტრიო მომსახურება (2 ქალი, 1 მამაკაცი).

9. მუსიკალური კვარტეტი - 2022 წლის 22 დეკემბერს ლილი ნუცუბიძისადმი მიძღვნილი საღამოს ფარგლებში მამაკაცთა კვარტეტის მომსახურება.

10. ვიდეორგოლის დამზადება - 2022 წლის 22 დეკემბერს ლილი ნუცუბიძისადმი მიძღვნილი საღამოს ფარგლებში საარქივო მასალების საფუძველზე ვიდეო რგოლის დამზადევა-მონტაჟი (ხანგრძლივობა არანაკლებ 15 - არაუმეტეს 25 წთ).

11. ეკრანითა და ვიდეოპროექტორით მომსახურება - 2022 წლის 22 დეკემბერს ლილი ნუცუბიძისადმი მიძღვნილი საღამოს ფარგლებში ეკრანითა და ვიდეოპროექტორით მომსახურება (ეკრანის ზომა 3მხ 5მ), შესაბამისი სპეციალისტის მომსახურების გათვალისწინებით.

12. ღონისძიების წამყვანის მომსახურება - 2022 წელის 22 დეკემბერს ლილი ნუცუბიძისადმი მიძღვნილი საღამოს ფარგლებში წამყვანის მომსახურება (ასაკი 25-65 წელი).
13. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ლ. მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატულ თეატრში არსებული როიალის მწყობრში მოყვანა.

14. ღონისძიების ხანგრძლივობა - არანაკლებ 90 წთ.

2022 წლის 22 დეკემბერს 19:00 საათზე უნდა გაიმართოს. 


Print