ახალი ამბები
ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიხსნა
FaceBook
კინოთეატრ "საქართველოში" ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიხსნა.
ფესტივალი წელს მეორედ იმართება.

24-დან 29 სექტემბრამდე, ფესტივალის ფარგლებში, შესაძლებელი იქნება ქართული და უცხოური ფილმების ნახვა.

გამოვლინდებიან გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში, მოეწყობა ფილმების რეტროსპექტიული ჩვენებები და მასტერ-კლასები. ფესტივალის მთავარი პრიზია "ოქროს დინოზავრი".

საფესტივალო ფილმების ჩვენებაზე დასწრება თავისუფალია.
Print