ახალი ამბები
„იადონას თეატრი“ ოპერის სცენაზე
FaceBook
21 ივნისს „თეატრალური იმერეთი 2022-ის“ საფესტივალო სცენა ახალგაზრდულ თეატრს დაეთმობა.

წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი "იადონას თეატრი" (რეზო კლდიაშვილის პიესის მიხედვით). 

სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია მაია პიტიურიშვილი. 

წარმოდგენა ქუთაისის ოპერის თეატრის სცენაზე გაიმართება. დასაწყისი 17 საათზე. დასწრება თავისუფალია. 

"​იადონას თეატრი" მეხუთე სპექტაკლი იქნება, რომელიც ფესტივალის ფარგლებში გაიმართება. 

ფესტივალი  კიდევ 12 სპექტაკლს უმასპინძლებს, მათ შორის თეატრს ყაზახეთიდან. 

პროექტს უკვე მეცამეტე წელია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და იმერეთის თეატრალური საზოგადოება ერთობლივად ახორციელებს. ასევე, ფესტივალის მხარდამჭერია რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტი და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.


Print