ახალი ამბები
ფესტივალი „თეატრალური იმერეთი 2022“ იხსნება (აფიშა)
FaceBook
დღეიდან  ფესტივალი თეატრალური იმერეთი 2022 იხსნება. 

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს იმერეთის ყველა პროფესიული თუ სახალხო თეატრი, ასევე დამოუკიდებელი დასები. 

სპექტაკლების უმეტესობა ქუთაისში მესხიშვილის თეატრში გაიმართება, თუმცა სპექტაკლების ნაწილს ხარაგაულის, ჭიათურას, საჩხერისა და სხვა თეატრები უმასპინძლებენ. 

ფესტივალში ყაზახეთის თეატრიც ჩაერთვება, რომელიც ქართველი დრამატურგის ავქსენტი ცაგარელის პიესის  "ხანუმას" მიხედვით დადგმულ სპექტაკლს წარმოადგენს. 

"თეატრალური იმერეთი 2022 -ში"17 თეატრი მიიღებს მონაწილეობას 17 სპექტაკლით. 



ფესტივალი 1 ივლისს დაიხურება 18:30 საათზე. 

ფესტივალი მეცამეტე წელია იმართება.

პროექტს კულტურის სამინისტრო, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტები, იმერეთის თეატრალური საზოგადოება და ქუთაისის მერია ერთობლივად ახორციელებს.


Print