ახალი ამბები
მესხიშვილის თეატრში სპექტაკლების ჩვენება შეჩერებულია
FaceBook
თითქმის ერთი კვირაა ლადო  მესხიშვილის სახელობის  თეატრში სპექტაკლების ჩვენება შეჩერებულია.

დროებით შეჩერების მიზეზი გართულებული ეპიდვითარებაა.

მომავალი კვირიდან აღდგება თუ არა სპექტაკლების ჩვენებები, თეატრის ადმინისტრაცია მაყურებელს ინფორმაციას მიმდინარე კვირის ბოლოს მიაწვდის.

თეატრი მეორე თვეა რჩება სამხატვრო ხელმძღვანელის გარეშეც. სამხატვრო ხელმძღვანელის მოვალეობას თეატრის დირექტორი სულხან გოგოლაშვილი ასრულებს. ყოფილმა ხელმძღვანელმა კოტე აბაშიძემ თეატრი უკვე დატოვა.

სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევ კონკურსში, რომელიც უწყებამ 2021 წლის 8 დეკემბერს გამოაცხადა, კონკურსში მონაწილე 6 კანდიდატიდან სამინისტრომ ყველა დაიწუნა სხვადასხვა მიზეზით.

უწყებამ კონკურსი2022 წლის 15 თებერვალს თავიდან გამოაცხადა.

კანდიდატებმა ორი კვირის ვადაში უნდა წარადგინონ პროგრამები. საბჭოს ერთი თვე ეძლევა განიხილოს და მინისტრს წარუდგინოს დასამტკიცებლად მათ მიერ შერჩეული პირი.


Print