ახალი ამბები
„კუ+კოკინა“ - მესხიშვილის თეატრი ახალ სეზონს ხსნის
FaceBook
5 ოქტომბერს ლადო მესხიშვილის თეატრში ახალი სეზონის პირველ სპექტაკლს წარმოადგენენ. 

"კუ+კოკინა" დრამატურგ ეჟენი იონესკოს პიესის "ორთა ბოდვას" რეჟისორების ლევან სვანაძისა და  კოტე აბაშიძისეული დადგმაა. 

სპექტაკლში მსახიობები მარიკა სამანიშვილი და თენგიზ ჯავახაძე არიან დაკავებული. 

სპექტაკლი 19:00 საათზე  დაიწყება.

თეატრი ოქტომბრის ბოლოს პრემიერასაც შესთავაზებს მაყურებელს. 

ქუთაისელი თეატრის მოყვარულები შექსპირის "მაკბეტის" ახალ დადგმას იხილავენ. 

მესხიშვილის თეატრი 161-ე სეზონს ხსნის.
Print