კულტურა
ქუთაისის ოპერის თეატრი ახალ სეზონს „აბესალომ და ეთერით“ გახსნის (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისის ოპერის თეატრი ახალ 53-ე სეზონს დღეს, 29 სექტემბერს გახსნის.

ახალი სეზონი ტრადიციულად ზაქარია ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერით" დაიწყება. 

მთავარ პარტიებს შეასრულებენ კალისტრატე ხარჩილავა, არმაზ დარაშვილი, ირმა შავგულიძე, სოფიო ბერიშვილი, ნათია სტეფანიშვილი, ლაშა თითბერიძე  და სხვები. 

სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ ოპერის თეატრის გუნდი და ორკესტრი, ასევე ქორეოგრაფიული დასი და პანტომიმის თეატრი. 

დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი.



სპექტაკლი ეძღვნება ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 150-ე წლისთავს. დასაწყისი 19 საათზე.

ახალ სეზონზე ოპერის თეატრს და ზოგადად ქალაქს,  ახალი პროფესიონალური როიალიც ექნება.  ქალაქს აღნიშნული ინსტრუმენტის შეძენა 164 580 ლარი დაუჯდა.


ვიდეო მომზადებულია ქუთაისის ოპერის თეატრის მიერ
Print