ახალი ამბები
„კუ+კოკინა“ - პრემიერა მესხიშვილის თეატრში
FaceBook
26-27 ივნისს ქუთაისი მესხიშვილის თეატრში პრემიერა გაიმართება.

წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი "კუ+კოკინა" ეჟენი იონესკოს "ორთა ბოდვის" მიხედვით.  სპექტაკლის რეჟისორები არიან კოტე აბაშიძე და ლევან სვანაძე.

მთავარ როლებში მარიკა სამანიშვილი და თენგიზ ჯავახაძე.

სპექტაკლი აბსურდის კომედიაა.

სპექტაკლი 19 საათზე დაიწყება მესხიშვილის თეატრის მცირე სცენაზე.

პრემიერის პარალელურად მესხიშვილის თეატრში ფესტივალი „თეატრალური იმერეთი 2021“ მიმდინარეობს. 

ფესტივალი 1 ივლისს დასრულდება ჭიათურის თეატრის სპექტაკლით "განკიცხულნი".

სპექტაკლებს ექვსკაციანი ჟიური შეაფასებს თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილის თავმჯდომარეობით. პროცები გაიცემა 12 ძირითად ნომინაციაში.

სპექტაკლების ჩვენება 18 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

Print