ახალი ამბები
ერთწლიანი პაუზის შემდეგ ოპერის თეატრი მაყურებელს უბრუნდება
FaceBook
კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან ერთი წლის შემდეგ, ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრი სპექტაკლების ჩვენებას იწყებს.

8 აპრილს თეატრი პიეტრო მასკანის "სოფლის ღირსებას" წარმოადგენს. ერთმოქმედებიანი ოპერის ნახვას მაყურებელი რეგულაციების დაცვით შეძლებს. 

სპექტაკლს თეატრის მთავარი დირიჟორი, რევაზ ჯავახიშვილი წარუძღვება.

ოპერისა და ბალეტის თეატრს 52-ე სეზონის გახსნა ღია ცის ქვეშ მოუწია. ბოლო სპექტაკლი მსახიობებმა გასული წლის 14 ოქტომბერს ლადო მესხიშვილის თეატრის ეზოში, ღია ცის ქვეშ ე.წ. "მწვანე თეატრში" ითამაშეს.

"სოფლის ღირსების" ნახვას მაყურებელი 8 აპრილს 17 საათზე შეძლებს.
Print