ახალი ამბები
8-12 მაისს ქუთაისი საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალს უმასპინძლებს
FaceBook
ქუთაისი საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენებისთვის ემზადება.

8-12 მაისს ქალაქი "ოქროს დინოზავრის" ფესტივალს უმასპინძლებს. ჩვენებები ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება. საკონკურსო პროგრამაში ორ სხვადასხვა ქრონომეტრაჟის ფილმებს წარმოადგენენ.

როგორც 10-30-წუთიან, ისე 1-5-წუთიან კინოსურათებს. 1-5 წუთამდე ფილმების პროგრამაში მონაწილეობის მიღება, პროფესიონალებთან ერთად, მოყვარულებსაც შეეძლებათ.




ფესტივალის ფარგლებში, გარდა ძირითადი საერთაშორისო საკონკურსო პროგრამისა, ჩატარდება მასტერკლასები, ვორქშოპები, საქართველოს ფრანგული  კინოსკოლის პრეზენტაცია, მსოფლიო და ქართული მოკლემეტრაჟიანი  ფილმების რეტროსპექტივები, შეხვედრები და დისკუსიები  ფილმების ავტორებთან.

ფესტივალის სიმბოლოს ოქროს დინოზავრი წარმოადგენს. ის არის მთავარი პრიზიც. ფესტივალის რჩეულს კინომცოდნეთა ჟიური დაასახელებს.

ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გასული წლის ნოემბერში უნდა ჩატარებული, თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო ჩვენებები გადაიდო.

პროექტის მხარდამჭერებია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი და ქუთაისის მერია.
Print