ვიდეო
კადრის მეხსიერება - ფოტო, რომელიც საბჭოთა ტერორსა და ხანძარს გადაურჩა (ვიდეო)
FaceBook
Ხელნაწერები არ იწვიან.


Როგორც აღმოჩნდა, არც ფოტოები.

ფოტომ შეიძლება გამოიაროს დიდი საბჭოთა ტერორის ხანა, დახვრეტების და დახვრეტილ ადამიანებზე ყველა მასალის განადგურების საუკუნე. გამოიაროს დიდი ხანძარი, მაინც გადარჩეს და დარჩეს ისტორიას.

ასე გადარჩა Საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრის აპოლონ სულაქველიძის ფოტო.

იგი იმაზე იღბლიანი აღმოჩნდა, ვიდრე მასზე გამოსახული ადამიანი და ის სახელმწიფოც, რომელსაც ეს ადამიანი ემსახურებოდა.

აპოლონ სულაქველიძე ზესტაფონის სოფელ სვირში დაიბადა. გლეხის ოჯახში. გააჩნდა ორი კლასის განათლება, თუმცა გამოირჩეოდა ლიდერის თვისებებით.

1905 წლიდან მუშაობდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიის იმერეთის კომიტეტში ბუდუ მდივანთან, ნოე რამიშვილსა და რაფიელ ჩიხლაძესთან ერთად.

მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში.

"Სოციალ -დემოკრატი იყო. გამორჩეული აკადემიური ცოდნა არ გააჩნდა, მაგრამ გახლდათ დიდი გავლენის მქონე მუშებისა დ ა გლეხების წრეებში. Რეპრესირებული იყო მეფის ხელისუფლებიდან", - ამბობს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი დავით ხვადაგიანი.

Რეპერესიებს საკუთარ სოფელში შეეფარა.

თუმცა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ კვლავ გააქტიურდა.

1919 წლის 12 მარტიდან აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად.

1921 წლის იანვარში ჩამოაყალიბა ოპოზიციური ჯგუფი "სხივი", რომელიც პარტიას აკრიტიკებდა იდეური პრინციპების დარღვევის, სახელმწიფო მმართველობის წარუმატებელი კურსისა და პარტიაში შიდა დემოკრატიის შესუსტების გამო.

1921 წლის 11 თებერვლის დამფუძნებელი კრების სხდომაზე საჯაროდ განაცხადა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის დატოვებისა და "დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატიული პარტია - სხივის" შექმნის შესახებ; მათ ცალკე ოპოზიციური ფრაქცია შეადგინეს დამფუძნებელ კრებაში.

თუმცა მალე მთავრობა და დამფუძნებელი კრების დეპუტატები სხვა დიდი პრობლემის -
ოკუპაციისა და პირველი რესპუბლიკის დასასრულის წინაშე დადგნენ .



აპოლონ სულაქველიძე ორჯერ დააპატიმრა საბჭოთა ხელისუფლებამ. Პირველად კონტრრევოლუციური აქტივობებისთვის, Მეორედ - "ტროცკისტობის" ბრალდებით.

Მესამედაც მოუნდომეს დაჭერა, მაგრამ აპოლონი გარდაცვლილი დახვდათ.

"როდესაც დაიწყო პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დაპატიმრება და დევნა აპოლონსაც მიადგნენ, მაგრამ გარდაცვლილი დახვდათ." Ჩეკას" ფხიზელ თვალს რატომღაც გამორჩა აპოლონის გარდაცვალების ფაქტი. Რადგან დასაპატიმრებელი არავინ იყო ჩხრეკა აღარ ჩაატარეს. Სტალინის თანახმად არ არსებობდა ადამიანი არ არსებობდა პრობლემაც. ამით გადარჩა მისი არქივი, რომელიც მოგვიანებით ხანძარმა იმსხვერპლა", - ამბობს დავით ხვადაგიანი.

არქივი განადგურდა, მაგრამ ფოტო ხანძრის ალმა გამოისროლა. ფოტო გადარჩა, ტერორის, დავიწყების, იქამდე ფიზიკის ყველა კანონის საპირისპიროდ.

ფოტოები არ იწვიან და არც დავიწყების უფლებას იძლევიან.




სტატიაში გამოყენებულია „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მასალები

Print