კულტურა
ბავშვების საახალწლო ბარათები და სურვილები პანდემიურ ახალ წელს
FaceBook

მსოფლიო, პანდემიურ პირობებში პირველად ხვდება ახალ წელს. ყოველ შემთხვევაში ამ ახალ ათასწლეულში.

ახდენს თუ არა გავლენას პანდემია ბავშვების საახალწლო განწყობაზე?

რა სურთ ბავშვებს და როგორ ხედავენ ისინი ახალ წელს პანდემიის ერაში?

ნახეთ ბავშვების სურვილები და საახალწლო ბარათები.

4 წლის ანნა მოუთმენლად ელოდება ახალი წლის დადგომას, მაგრამ კიდევ უფრო პანდემიის დასრულება ეჩქარება, რადგან მისი საახალწლო სურვილი მხოლოდ იმ შემთხვევაში ახდება, თუკი ვირუსი უკან დაიხევს და ფრენები აღდგება

ანნას საახალწლო სურვილი ბამბის ნაყინია, რომელიც პარიზში გასინჯა და განსაკუთრებით მოეწონა.


ანნა ასათიანი


ანნას ნაძვის ხე

8 წლის ლილუც  ღიმილს და ჯანმრთელობას უსურვებს ყველას. ლილუ ხედავს, რომ ადამიანებს მის გარშემო სწორედ ეს აკლია და ამასვე ითხოვს თავის სურვილებში.


ლილუ აბრამიშვილი


ლილუს საახალწლო ბარათი

10 წლის ლიზი უპანდემიო სამყაროს წარმოიდგენს და მისი სურვილებიც ისეთია, როგორიც უკორონო ახალ წელს შეეფერება.


ლიზი ტორაძე

ლიზის საახალწლო სურვილები

9  წლის ნიკოლოზისთვისაც სამყარო  ნათელი და ბედნიერია. ეს მის ნახატებშიც ჩანს. მან 2021 წელი ასეთი ფერადი და ყველა დაპაუზებული სურვილის ასრულების წლად  წარმოიდგინა.


ნიკოლოზ დვალიშვილი

ნიკოლოზის საახალწლო ბარათი

3  წლის ნიკოლოზი ახალ წელს თოვლს ელოდება, რომ  თოვლის კაცი გააკეთოს. ესკიზი უკვე მზად აქვს.


ნიკოლოზ რამიშვილი

ნიკოლასის თოვლის კაცი
თემუკასაც პანდემია უშლის ხელს ბევრ გეგმაში, თუმცა არ უშლის იუმორში. თემუკას სამყარო მხიარული და სამართლიანია. ეს უკანასკნელი იმაშიც გამოიხატება, რომ საახალწლო ბარათში დეიდაშვილსაც არ უკარგავს თანაავტორის სტატუსს.



თემუკა მშვიდობაძე


თემუკას საახალწლო ბარათი

6 წლის ალექსანდრე ყველაზე გულწრფელია. ამას  აუცილებლად დაუფასებს თივლის ბაბუა და დაასაჩუქრებს.



ალექსანდრე მშვიდობაძე


ალექსანდრეს საახალწლო სურვილები

მთავარი ფოტო ნიკოლოზ დვალიშვილის ნახატი

Print