ახალი ამბები
"კრამიტის ხარისხი დაზიანების ერთადერთი მიზეზი არ არის"- ,,ICOMOS საქართველო" გელათის მონასტერზე
FaceBook
გელათის დროებითი კონსერვაციის პროცესზე „ICOMOS საქართველო“ დასკვნას აქვეყნებს.

ორგანიზაციის შეფასებით, გადახურვის დაზიანების მიზეზი მხოლოდ გელათის მონასტრის კრამიტის ხარისხი არ არის და პრობლემურია კრამიტის დაწყობის ტექნოლოგიაც.

"დაუშვებელია სიჩქარე დაზიანებული სახურავის რეაბილიტაციისას. არ შეიძლება პირველი რიგის ამოცანად დასახული იქნას დახარვეზებული კრამიტის გამოცვლა. სახურავების რეაბილიტაცია უნდა მოხდეს კედლის მხატვრობის (ეროვნული სააგენტოს ანგარიშებში აღწერილი) დაზიანებების გამომწვევი მიზეზების დეტალური შესწავლის შემდეგ. მნიშვნელოვანია, დაზიანებული სახურავების რეაბილიტაციამდე, სახელმწიფომ უზრუნველყოს UNESCO - ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის მხრიდან ტექნიკური შეფასების დოკუმენტები, არამხოლოდ დროებითი გადახურვის პროექტზე, არამედ პროექტის სხვა კომპონენტებზეც, როგორიცაა სახურავის რეაბილიტაციის პროექტი, ქვის კონსერვაცია და აშ., ვინაიდან ეროვნული სააგენტოს ანგარიშებიდან ნათლად ჩანს, რომ კრამიტის ხარისხი დაზიანების ერთადერთი მიზეზი არ არის და პრობლემურია კრამიტის დაწყობის ტექნოლოგიაც და სახურავის მოწყობა წყლის გადაყვანის თვალსაზრისით,"- წერია კვლევაში. 

„ICOMOS საქართველო“ ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს (ICOMOS) ეროვნული კომიტეტია. ორგანიზაცია მოწოდებულია ICOMOS-ის ქარტიების, რეკომენდაციებისა და დეკლარაციების შესაბამისად ხელი შეუწყოს კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციის მაღალი სტანდარტების განვითარებას ადგილობრივ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე.

„ICOMOS საქართველოს" დოკუმენტის თანახმად, გელათის მონასტერში კედლის მხატვრობის საგანგაშო მდგომარეობა, როგორც მთავარ ტაძარში, განსაკუთრებით კი წმ. გიორგის ეკლესიაში, 2010 წლიდან მოყოლებული ყველა შეფასების დოკუმენტის მთავარი თემაა.

"ამიტომ იყო სახურავების რეაბილიტაცია დიდი პროექტის (2014-2019) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. შესაბამისად დღეს გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში და წმ. გიორგის ეკლესიაში შექმნილი ვითარების გამომწვევი მიზეზები სცილდება 2020 წელს განვითარებულ მოვლენებს, რომელმაც ნამდვილად დაამძიმა კედლის მხატვრობის დაზიანების ხარისხი და შეიქმნა კრიზისული მდგომარეობა, რომელსაც მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის შესაბამისი მართვა ესაჭიროება,"- წერია დასკვნაში.

გელათი ისევ ხარაჩოებშია. დროებოით მოწყობილ გადახურვაში ტაძარში ისევ ზიანდება ფრესკები, ცვივა კედლის მხატვრობის ფრაგმენტები.

გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტციო სამუშაოები 2013 წელს დაიწყო და რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. პროექტი ამერიკის საელჩომ და მსოფლიო ბანკმა ორ მილიონ ლარზე მეტით დააფინანსა.

მონასტერი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს ბაგრატის ტაძართან ერთად შეიტანეს, თუმცა, ბაგრატის ტაძარზე განხორციელებული სამუშაოების შემდეგ, იგი ნუსხიდან ამოიღეს და საფრთხის შემცველ ძეგლთა სიაში გადაიტანეს. 2017 წელს, ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, გელათის მონასტერი ისევ დააბრუნეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.


ავტორი: ანა ჯიქია


Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.