კულტურა
კულტურული სივრცე ახალი რეკომენდაციებით
FaceBook

Საქართევლოს ჯანდაცვისა და კულტურის სამინისტროებმა, დახურულ სივრცეში ღონისძიების ხანგრძლივობა განსაზღვრეს და სხვა რეკომენდაციებიც გასცეს.

Რეკომენდაციების თანახმად, თეატრებში თუ სხვა კულტურულ სივრცეებში, არ უნდა მოხდეს ერთ ადგილზე ადამიანთა დიდი რაოდენობის კონცენტრაცია; შესასვლელებთან, რიგებში ახლო კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, უნდა მოინიშნოს უსაფრთხო დისტანცია; შენობაში ყველასთვის აუცილებელია პირბადის ტარება.

რეკომენდაციები ითვალისწინებს სარეპეტიციო და სხვა შემოქმედებითი საქმიანობისთვის გასატარებელი ღონისძიებების დროს დეზინფექციისა და ჰიგიენის ნორმების დაცვას,გასახდელებსა და საგრიმიოროში მსახიობებისთვის ავეჯის განთავსებისას, დაცული უნდა იყოს უსაფრთხო დისტანცია; ასევე უნდა მოხდეს მსახიობების მიერ გამოყენებული საგრიმიორო ნაკრებისა და კოსტუმების დეზინფიცირება.

ამასთან ერთად კულტურული ღონისძიება არ უნდა აღემატებოდეს სამ საათს დ უნდა ჩატარდეს ერთ მოქმედებად, ანტრაქტის გარეშე და ა/შ.


ქუთაისის მესხიშვილის თეატრში აღნიშნავენ, რომ Ამ რეკომენდაციების მიხედვით სპექტაკლების გამართვას სექტემბრიდან გეგმავენ.


„ივლისში ამის გამოყენებას ვერ დავიწყებთ, სანამ სპექტაკლები აღდგება სეზონიც დაიხურება და შვებულებაში გავა ხალხი, შესაბამისად,  სექტემბერში გამოვალთ და დავიწყებთ სპექტაკლების აწყობას“, -ამბობს თეატრის დირექტორი სულხან გოგოლაშვილი.

დირექტორის თქმით, თუკი მდგომარეობა არ შეიცვლება, თავად Სპექტაკლებს Მოარგებენ სიტუაციას.


„თუკი იგივე სიტუაცია იქნა, ჩვენ გვაქვს ისეთი სპექტაკლები, სადაც ორი და სამი კაცი თამაშობს. ათკაციანი რეგლამენტიც არ გვჭირდება. ვდგამთ მონო სპექტაკლს. როგორღაც ამ ფონზე მოგვიწევს მუშაობა",-ამბობს სულხან გოგოლაშვილი.

კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო, საქართველოში თეატრები 2 მარტიდან დაიხურა.


Print