კულტურა
„გაჩერებული“ თეატრი (ვიდეო)
FaceBook

მესხიშვილის თეატრი უკვე სამი თვეა დაკეტილია.


თეატრი მუშაობის გაგრძელებას, ანუ მაყურებლისთვის კარის გახსნას,  სექტემბრის ბოლოდან აპირებს, თუმცა შესაძლებელია ამ თარიღშიც შევიდეს ცვლილებები.


„კარგ შემთხვევაში  სექტემბრის ბოლოს გაიხსნება. დანარჩენს გვიჩვენებს  სიტუაცია“, - ამბობს მესხიშვილის თეატრის დირექტორი სულხან გოგოლაშვილი.


თეატრი დაკეტილი რჩება მაყურებლისთვის თუმცა ივლისში შესაძლებელია გაიხსნას რეპეტიციებისთვის. Მსახიობებმა  და მთელმა შემოქმედებითმა ჯგუფმა იმუშაოს პრემიერაზე, თუმცა აქაც დისტანცირების მოთხოვნიდან გამომდინარე სპექტაკლების შერჩევის პრინციპით იმოქმედებენ.


„დაწყებული გვქონდა  ბრეხტის კომედიაზე „დაფდაფები ღამით“ მუშაობა  მაგრამ , ალბათ,  ძალიან გაგვიჭირდება მასზე მუშაობის გაგრძელება ბევრი მიზეზის გამო პირველ რიგში  იმიტომ, რომ 30-35  კაციანი შეკრებებია საჭირო. Შემოქმედებით პერსონალს ვგულისხმობ. ამათ გარდა კიდევ  70 კაციანი ბრიგადა მუშაობს ამ სპექტაკლზე. Ამიტომ ძალიან  გაჭირდება. Სამაგიეროდ, Ნუგზარ ლრთქიფანიძის „თქვენო უდიდებულესობავ“. Მონო სპექტაკლია და შეიძლება მასზე მუშაობა უფრო მოხერხდეს, ვნახოთ", - ამბობს სულხან გოგოლაშვილი.

 

Მიუხედავად იმისა, რომ თეატრის თანამშრომლებს  ხელფასები ერიცხებათ  თეატრის დროებით გაჩერებას მტკივნეულად იღებენ.

„ასე ვთქვათ „კედლებზე გავდივართ“ იმდენად რთულია თეატრს მოწყვეტა“, - ამბობს მსახიობი დავით გაჩეჩილაძე.

„რთულია თეატრიდან დისტანცირებულად ყოფნა, თუმცა ვცდილობს არ გავჩერდე. მსახიობ ენდი ძიძავას ხელშეწყობით, ჩავერთე რეჟისორ ავთანდილ ვარსიმაშვილის ონლაინ-ლექციებში და თეორიულ ცოდნას ვიღრმავებ. ბევრის მომცემი იყო ჩემთვის ეს ლექციები“, - ამბობს მსახიობი მაგდა გერაძე. 

თეატრს Პრობლემა შეექმნება კომუნალური გადასახადების გადახდის  მხრივაც რომელთაც თეატრი გაყიდული ბილეთებით და არენდით გაცემული ფართიდან შემოსული თანხით იხდიდა.


Მესხიშვილის თეატრში ამბობენ, რომ თეატრებს ყველგან უჭირთ. კონკრეტული გეგმა არც „ევროპის თეატრალური კონვენციის“ წევრ თეატრებს აქვთ (რომელი კონვენციის წევრიც მესხიშვილის თეატრი 2019 წელს გახდა).

„ჩამოყალიბებული არ არიან არა მარტო ჩვენი ქვეყნის თეატრები - ევროპის თეატრებიც  Ძალიან მძიმე სიტუაციაა", - ამბობენ მესხიშვილის თეატრში.

Სანამ თეატრები პანდემიის გაგრძელების შემთხვევაში სამუშაო გეგმაზე  ჩამოყალიბდებიან მანამდე თეატრის დასი ცდილობს მაყურებელთან კონტაქტი არ გაწყვიტოს  და კომუნიკაცია მესხიშვილის თეატრის ფეისბუკგვერდიდან გააგრძელოს.

მსახიობი სულხან გოგოლაშვილი

მსახიობები: ინგა კაკიაშვილი, ნინო მიქაძე და გიგა მიქაძე

სპექტაკლი „რომეო და ჯულიეტა“, რეჟისორი გიორგი სიხარულიძე

თეატრმა კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო მუშაობა დროებით  2 მარტს შეწყვიტა.

Print