ახალი ამბები
Ნაყოფიერების ღვთაების „სამსჭვალები“ - დაზიანება თუ ავთენტურობა?!
FaceBook

Რამდენიმე დღეა Სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ ყურადღების ცენტრში მოექცა  სამუზეუმო ექსპონატის, ძვ. წ. VIII საუკუნის მამაკაცის ითიფალური ქანდაკების ფოტო.


ფოტოზე ჩანს, რომ ქანდაკების სადგამი დახვრეტილია და ლურსმნებით არის დამაგრებული.


სოციალურ ქსელში გავრცელებული ექსპონატის ფოტო

 

ფოტომ საზოგადოების Აღშფოთება გამოიწვია. Ქანდაკების Ლურსმნებით "დახვრეტა" შეფასდა ვანდალიზმად, დანაშაულად და Უნიკალური ექსპოპონატის დაზიანებად. საზოგადოების ერთი ნაწილის მტკიცებით ქანდაკება, რომელიც ქუთაისის ისტორიულ მუზეუმშია დაცული, მუზეუმში დააზიანეს და Დაუკარგეს ავთენტური სახე.

ქუთაისის ისტორიული Მუზეუმის დირექტორის მოადგილემ ნონა ქარციძემ ქანდაკების დაზიანებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ცრუ უწოდა.

მანვე განმარტა, რომ ქანდაკების სადგამზე არსებული სამსჭვალები ანუ ნახვრეტები ავთენტურია და ქანდაკებას თავიდანვე ჰქონდა სამაგრებისთვის.


"ეს არის ცრუ ინფორმაცია, რომ მუზეუმში დახვრიტეს და დააზიანეს ქანდაკება. Ქანდაკებას ეს თავიდანვე ჰქონდა. Ამის დამადასტურებელი არაერთი დოკუმენტი არსებობს. ეს არის უნიკალური ექსპონატი, რომელიც ჩვენს მუზეუმშია დაცული. Იგი წარმოადგენს ქუთაისისთვის მნიშვნელოვანი კოლექციის ნაწილს. Ვისაც ოდნავ მაინც შეხება აქვს მუზეუმთან და იცის მუზეუმის ცხოვრება, არ არის დილეტანტი და არ აქვს რაიმე სხვა განზრახვა, Ყველა მიხვდება, რომ ეს არის ქანდაკების პირვანდელი სახე", - ამბობს ნონა ქარციძე.

ქანდაკება ისტორიულ  მუზეუმში


Მუზეუმის წარმომადგენლები ავრცელებენ გაზეთ „იმერეთის“ 1915 წლის 20 იანვარს დაბეჭდილ სტატიას, სადაც ფილოლოგიის დოქტორი ტ. Მარგველაშვილი დეტალურად აღწერს 1913 წელს ბაღდათის სოფელ ზეკარში ნაპოვნ ქანდაკებას და იმასაც მიუთითებს, რომ „ძროს რომელზეც დგას ქანდაკება წინ და  უკან სამ სამი ნალურსმნი აქვს. რაც იმას ამტკიცებს რომ ქანდაკება ლურსმნებით ყოფილა დამაგრებული საერთოდ ქანდაკება მეტად უმნიშვნელოთაა დაზიანებული…“- წერს მარგველაშვილი.


ქანდაკება აღმოჩენილია 1913 წელს სოფ. ზეკარში (იმერეთი, ბაღდათის რაიონი). ქანდაკება წარმოადგენს ორსქესოვან არსებას, რომელსაც ქალის ტანი აქვს, სახე უწვერულვაშო, მაგრამ მამაკაცის გამომეტყველებით, თმა კი ქალურად აქვს უკან დახვეული. ეს ქანდაკება ყველა თავისი დამახასიათებელი ნიშნებით ფალოსის და  ნაყოფიერების ღვთაებაა.

Print