კულტურა
ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში "დაისის" პრემიერა გაიმართა
FaceBook
27 დეკემბერს ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა გახსნიდან 50 წლის იუბილეს აღნიშნა.


საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით თეატრში ზაქარია ფალიაშვილის ოპერის „დაისის“ პრემიერა გაიმართა.

დადგმაზე იმუშავა შემოქმედებითმა ჯგუფმა, დირიჟორ რევაზ ჯავახიშვილის, რეჟისორ თორნიკე მარჯანიშვილის, მხატვარ თეო კუხიანიძის, ქორეოგრაფ ვახტანგ უშვერიძის შემადგენლობით.

საპრემიერო წარმოდგენაში მონაწილეობდნენ არმაზ დარაშვილი (მალხაზი), ბაკურ კვირიკაშვილი (კიაზო), მარიკა მაჩიტიძე (მარო), ფერიდე ჯინჯიხაძე (ნანო), რამაზ კუბლაშვილი (ტიტო), კალისტრატე ხარჩილავა (ცანგალა), თეატრის გუნდი (მთავარი ქორმაისტერი - ნათია გოგუაძე), ორკესტრი და ქორეოგრაფიული დასი.

"დაისი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
Print