ახალი ამბები
"სტუდენტებს "ოცნების" აქციაზე წასვლას აიძულებენ"- "გაბედეს" აქტივისტების ბრალდება ლექტორებს
FaceBook
მოძრაობა "გაბედეს" აქტივისტები აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორებს 14 დეკემბერს "ქართული ოცნების" მიერ დაგეგმილ აქციაში სტუდენტების მოტყუებით წაყვანაში ადანაშაულებენ.

"ლექტორები აგიტაციას ეწევიან, სტუდენტებს ატყუებენ, რომ ღონისძიება ტარდება, უფასო კვება, ტრანსპორტი და ასე ცდილობენ ჩაიყვანონ მათ პარტიულ ყრილობაზე", - ამბობს მოძრაობა "გაბედეს" აქტივისტი, გაგი ახალაძე. 

სასწავლებლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მსგავსი დირექტივა სასწავლო დაწესებულების მხრიდან არ ყოფილა. 

"არც არავის მოსვლია აზრად ეს, მაგრამ თუ რომელიმე ლექტორმა რამე თქვა და თავისი აზრი გამოხატა, ამასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტვით. შეიძლება მან თქვა, რომ საჭიროა წასვლა, შეიძლება თქვა არ არის საჭირო წასვლა, ასეთი ლექტორებიც იქნებიან და ისეთი ლექტორებიც იქნებიან", - ამბობს უნივერსიტეტის პრორექტორი, შალვა კირთაძე.

14 დეკემბრეს ქართული ოცნება თბილისში მასშტაბურ აქციას აანონსებს.

აქცია პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით, საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის აღსანიშნავი კვირეულის ფარგლებში გაიმართება.
Print