ახალი ამბები
ქუთაისში მარკეტის დაყაჩაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
FaceBook

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის თანამშრომლებმა, ქუთაისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნეს.


დაკავებულია 22 წლის ახალგაზრდა.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული  ქუთაისში მდებარე ერთ-ერთ მარკეტს ყაჩაღურად დაესხა თავს, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით მოლარეს ფული გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას  ცეცხლსასროლი პისტოლეტი და საბრძოლო ვაზნები ამოიღო.


დაკავებული ბრალს აღიარებს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


 

Print