კულტურა
„ჰეკაბე“ თეატრალური პრემია „დურუჯი 2019-ის“ გამარჯვებული გახდა
FaceBook

მესხიშვილის თეატრის სპექტაკლი „ჰეკაბე“  ნომინაციაში საუკეთესო სპექტაკლი თეატრალური პრემია „დურუჯი 2019“-ის გამარჯვებულია.


ვრიპიდეს ცნობილი პიესის დადგმა რეჟისორმა მიხეილ ჩარკვიანმა განახორციელა. მასვე ეკუთვნის სპექტაკლის  სცენოგრაფია.

სპექტაკლის რეჟსირომა ეს გამარჯვება ზაზა სარალიძეს მიუძღვნა.

„ამ გამარჯვებას მივუძღვნი ზაზა სარალიძეს, კაცს, რომელმაც შთამაგონა დამედგა ეს სპექტაკლი, რომელმაც ვერ იპოვა სამართალი, ფარდები ჩამოაფარა და სახლში ზის, უდიდეს დეპრესიას ებრძვის.

ამ გამარჯვებას ვუძღვნი მის ნატანჯ, დაღლილ ცხოვრებას, რომელიც ასეთი წარმატებით დავივიწყეთ ყველამ და მისით ცოტა დაღლილები სასწრაფოდ გავურბივართ თუკი რომელიმე არხზე მოვკრავთ თვალს.

ამ გამარჯვებას ვუძღვნი მომპალ სისტემას, უამრავი უსამართლობის მთესველს, რომელმაც მოსპო ეს კაცი, მერე მისი სტიგმატიზაციაც არ დაიზარა და ახლა მშვიდად ელოდება მის საბოლოო განადგურებას.

ამ გამარჯვებას ვუძღვნი საზოგადოებას, სოლიდარობის შეგრძნება რომ არ გაგვაჩნია და ადამიანებს სისტემის წინააღმდეგ ბრძოლაში მარტოს ვტოვებთ.

ამ გამარჯვებას ვუძღვნი ყველა შვილმოკლულ მშობელს, რომელმაც ისე როგორც ჰეკაბემ, სამართალი ვერ იპოვა. გმადლობთ,“ - წერს მიშა ჩარკვიანი მის წერილში, რომელიც მსახიობმა ინგა კაკიაშვილმა დაჯილდოების შემდეგ სცენაზე წაიკითხა.

ამავე კონკურსში ნომინაციაში, ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის, დააჯილდოეს მესხიშვილის თეატრის მსახიობი ენდი ძიძვა.

მსახიობს პრემია მიენიჭა ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის თეატრის სპექტაკლში “მარინა რევია” განხორციელებული როლისთვის.

Print