კულტურა
ქუთაისში საქველმოქმედო გალა-კონცერტისთვის ემზადებიან (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისის მესხიშვილის თეატრში საქველმოქმედო გალა-კონცერტის გენერალური რეპეტიცია მიმდინარეობს. 




კონცერტს ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ნატვრის ხე“ ახორციელებს.

მასში მონაწილეობენ ტენორი ანტონელო პალომბი, ბულგარელი მეცო-სოპრანო ვესელინა კაზაროვა და პოლონელი ბანი რაფელ სივეკი.

გალა-კონცერტში ასევე მონაწილეობას მიიღებენ ნინო სურგულაძე, ანა ჭანია, ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი და გუნდი, რომელსაც მაესტრო რევაზ ჯავახიშვილი უდირიჟორებს.

ნინო სურგულაძემ ყველას მოუწოდა არ დარჩნენ გულგრილნი და დაეხმარონ ბავშვებს.




ღონისძიებიდან შემოსული თანხით იმერეთის რეგიონში მძიმედ დაავადებულ ბავშვებს დაეხმარებიან, რომლებსაც საზღვარგარეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ.

ეხმარებიან სამ ბავშვს ქუთაისიდან და სამტრედიიდან.

ბილეთები იყიდება საიტზე biletebi.ge. ბილეთის ღირებულება - 15-დან 50 ლარამდე. ღონისძიების დასაწყისი - 21:00 საათი.
Print