კულტურა
ქუთაისის ოპერის თეატრი ახალ სეზონს პრემიერით გახსნის
FaceBook
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი 51-ე სეზონს პრემიერით გახსნის.
11 და 13 ოქტომბერს წარმოდგენილი იქნება ქართული მუსიკის კლასიკოსის, ვიქტორ დოლიძის ოპერა „ქეთო და კოტე“. დამდგმელი დირიჟორი - რევაზ ჯავახიშვილი, რეჟისორი  - მაია გაჩეჩილაძე, მხატვარი  - თეო კუხიანიძე, ქორეოგრაფი  - ვახტანგ უშვერიძე. 

საპრემიერო წარმოდგენაში მონაწილეობს  ქუთაისის ოპერის თეატრის გუნდი, ორკესტრი, ქორეოგრაფიული დასი. მთავარ როლებში -  თეატრის სოლისტები: ბადრი ადამია (კოტე), ბაკურ კვირიკაშვილი (ლევანი), ფერიდე ჯინჯიხაძე (მარო), კალისტრატე ხარჩილავა (მაკარი), მარიკა მაჩიტიძე, სოფიო ბერიშვილი (ქეთო), ემილ ჩარგაზია (საქო), იაგო ბუხრიკიძე (სიკო), მაია ნიკოლაძე (ბარბალე), ნათია სტეფანიშვილი, ინგა ფუტკარაძე (ბაბუსი).

“ქეთო და კოტეს“ დადგმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.


ოპერის წარმოდგენენები 11 ოქტომბერს 19:00 საათზე, ხოლო 13 ოქტომბერს 15:00 საათზე გაიმართება.

Print