პოლიტიკა
უცნობი იმერული კერძის რეცეფტი, რომელიც შერსაძლოა ჯერ არ იცით
FaceBook
უცნობი იმერული კერძი, რომელიც შერსაძლოა ჯერ არ იცით, ადვილად მზადდება და ძალიან გემრიელია.

მაშ ასე, გთავაზობთ - ცივად შეზავებულ ქათმის ხორცს იმერულად.

ინგრედიენტები:

ქათმის რბილი ხორცი - 800 გრ.
კვერცხი - 4 ცალი.
ხახვი - ნახევარი თავი.
ნიორი - 2 კბილი.
ბროწეული - 1 თავი.
ნიგოზი -200 გრ.
ძმარი - 2 ს/კ.
ზეთი - 2 ს/კ.
მწვანე ხახვი - 1 კონა.
კამა - 3-4 ღერი
ტარხუნა - 3-4 ღერი

მომზადების წესი:

შემწვარი ქათმის რბილი (უძვლო) ნაწილი სიგრძეზე, თხელ ნაჭრებად დავჭრათ და ჯამში მოვათავსოთ. დავამატოთ მოხარშული და ასევე სიგრძეზე დაჭრილი კვერხი. ცალკე პატარა თასზე ძმართან ერთად გავხსნათ გატარებული ნიგოზი, ხახვი, ნიორი და დავასხათ 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. მიღებული ნარევი ჩავამატოთ ჯამში. დავამატოთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, კამა, ტარხუნა, ბროწეულის მარცვლები, მარილი, წიწაკა, ავურიოთ და მივიტანოთ სუფრასთან.
მიირთვით გემრიელად.
Print