პოლიტიკა
ქუთაისიდან ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი რელსებიდან გადავიდა
FaceBook
ქუთაისიდან ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი რელსებიდან გადავიდა. 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მატარებელი უკვე დაცლილია მგზავრებისგან, რომელიც ამ წუთებში ქუთაისის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზეა გაჩერებული.

რკინიგზის სადგურის დირექტორის მოადგილის,  ვახტანგ დავითულიანის თქმით, მირიგემ შეცდომით მისცა ნებართვა მატარებელს გამგზავრების შესახებ. "აღმოჩნდა, რომ მას არ ჰქონდა გამზადებული მიმართულება,  რამაც გამოიწვია მატარებლის რკინისგზის რელსებიდან გადასვლა. რამე ფინანსური ზარალი არ დამდგარა, თუმცა, პასუხი მოეთხოვება ყველა თანამშრომელს, ვინც პასუხისმგენელი იყო ამ რეისზე"-, ამბობს მოადგილე. 

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. მგზავრებისთვის თქმით, მათთვის ამ დრომდე არავის განუმარტავს, დაუბრუნდებათ თუ არა ბილეთის თანხა და როგორ შეძლებენ ბათუმამდე გადაადგილებას.
Print