კულტურა
ქართული ანბანის სამ უძველეს სახეობას UNESCO-მ შესაძლებელია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სატატუსი მიანიჭოს
FaceBook
ნომინაციის განხილვა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება დასრულდება 2016 წლის ბოლოს.


მსოფლიო კულტურული ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად ბოლო სამი წლის მანძილზე UNESCO- ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტს ქართულმა მხარემ ორი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი წარუდგინა - "ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი" და "ქართული ანბანის სამი ძველესი სახეობის ცოცხალი კულტურა".
ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი 2013 წლის 4 დეკემბერშში შევიდა UNESCO -ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში, ხოლო, როგორც "ქუთაისიპოსტს" კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის "ქართული ანბანის სამი უძველესი სახეობის ცოცხალი კულტურის" ნომინაციის განხილვა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება დასრულდება 2016 წლის ბოლოს.
მანამდე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის მე-18 მუხლის თანახმად 2015 წლის 19 მარტს "ქართული ანბანის სამ უძველეს სახეობას" ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა.
ეკა კუხალაშვილი
Print