კულტურა
სამი ფილმი ნოემბრის უიქენდებისთვის (ვიდეო)
FaceBook
შაბათ -კვირის საღამოები ფილმების ყურების დროა.

განსაკუთრებით შემოდგომაზე. სერიალების გარდა მოგეხსენებათ, არსებობს დიდი კინო, დიდი და საშუალო რეჟისორებით , საინტერესო და უჩვეულო ისტორიებით. ქუთაისიპოსტი შეგახსენებთ ბევრ მნიშვნელოვან ფილმს, რომლებიც შესაძლოა არ იცოდეთ და მათ შაბათ-კვირის საღამოებს სასიამოვნო აღმოჩენების ხანად აქციოს.


არ ვიცი ვინმემ დათვალა თუ არა ,მაგრამ შარლოტა ბრონტეს ~ჯეინ ეარი~ შეიძლება ლიდერი წიგნი იყოს ეკრანიზაციების სიმრავლის კუთხით. არაერთმა რეჟისორმა სცადა ჯეინის ისტორიის კინოში გადატანა და არაერთმა საინტერესო მსახიობმა განასახიერა ჯეინი თუ მისტერ როჩესტერი. როგორც ჩანს უფროსი ბრონტე ისეთ რამეს შეეხო, რაც დღემდე ძალიანაც აფორიაქებს მკითხველს თუ მნახველს. მოკლედ ~ჯეინ ეარის~ ეკრანიზაციები ბევრია და არჩევანი დიდია ნოემბრის საღამოებისთვის.



უფროს ბრონტეს არც შუათანა ჩამორჩა, შეიძლება, რაღაც თვალსაზრისით გაუსწრო კიდეც. არც ~ჭექა–ქუხილის უღელტეხილმა~ მოასვენა კინორეჟისორები და აქაც რამოდენიმე ეკრანიზაციაა და ნაირ–ნაირი ჰითკლიფით. ამათგან რომელიმე მაინც დაემთხვევა თქვენ წარმოდგენილ ჰითკლიფს.




დები ბრონტეების ნაწარმოებებთან ერთად საინტერესოა მათი ცხოვრებაც. ბი–ბი–სიმ არ დაიზარა და გადაიღო ფილმი სახელოვან დებზე. ახლოდან გაიცნობთ სამ საოცარ გოგოს მოკლე სიცოცხლით და დიდი მემკვიდრეობით.


Print